×
მეტალოპლასტმასის მილი და ფიტინგი გათბობა   მილები   ფიტინგები   კონდიცირება ვენტილაცია   წყლის გამაცხელებელი   მზის ელექტრო პანელები და აქსესუარები სახანძრო სისტემები ტუმბოები   გაზის მილები და ფიტინგები   სანტექნიკა   ქიმიკატები წყლის მრიცხველები სათადარიგო ნაწილები   ვიეგა . Viega   ხელსაწყოები სამშენებლო სარემონტო მასალები   დამცავი არმატურა   საკონტროლო მზომავი მასალები   იატაკის კონვექტორი   თბილი იატაკი   საიზოლაციო მასალები   AUX კომერციული კონდიცირება  
როგორ შევარჩიოთ რადიატორი სახლისთვის?

ახალი რადიატორის შერჩევა ბაზარზე არსებული არჩევანის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, შეიძლება, რთულად მოგეჩვენოთ. რადიატორი ცენტრალური გათბობის სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება სითბოსა და კომფორტს ჩვენს სახლებში. 


თუ თქვენც რადიატორების შეძენა გაქვთ გადაწყვეტილი, რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ. ბევრს ავიწყდება, რომ რადიატორს მხოლოდ გათბობის ფუნქცია არ აქვს, არამედ, როგორც სახლის შემადგენელი ნებისმიერი ნივთი, საერთო დიზაინზეც ახდენს გავლენას. ამიტომ, სწორი მოდელი თქვენი სახლისთვის ესთეტიკური ღირებულების მომტანიც იქნება. გათბობის რადიატორების ტიპს, ზომას, სითბოს გამოყოფის ხარისხს, მასალასა და სტილს თუ წინასწარვე განსაზღვრავთ, შერჩევის პროცესი შესამჩნევად გაგიადვილდებათ. 


ზომა

პირველი და უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რაც რადიატორის შეძენამდე უნდა გაითვალისწინოთ, ზომაა. სწორედ ზომა განსაზღვრავს გათბობის სისტემის სხვა კომპონენტებთან, განსაკუთრებით, გათბობის ქვაბთან ერთად ტემპერატურის დონეს სახლში. 


თავდაპირველად, განსაზღვრეთ, რომელ ოთახს რა ზომის რადიატორი დასჭირდება და შემდეგ გადაანაწილეთ ისინი სახლის კონკრეტულ წერტილებში. მცირე ზომის რადიატორს დიდი მისაღების გათბობა გაუჭირდება, ისევე, როგორც პატარა საძინებელს არ დასჭირდება დიდი ზომის რადიატორი და ამ შემთხვევაში ენერგია ფუჭად დაიხარჯება. ოთახის ზომასთან ერთად, გაითვალისწინეთ ოთახის მდებარეობაც, ისიც, თუ რა ტიპის იატაკია ოთახში - მეტლახის იატაკის შემთხვევაში ოთახის გათბობა გაცილებით რთულია ლამინატთან შედარებით. 


თუ ფიქრობთ, რომ ზუსტ ზომებს თქვენით ვერ გამოთვლით, „თერმოცენტრის“ კონსულტანტები მზად არიან, ნებისმიერ მომენტში გაგიწიონ კონსულტაცია და შეგარჩევინონ ოთახისთვის ოპტიმალური ზომის რადიატორი. ასევე შეძლებთ ისარგებლოთ კალკულაციის მენეჯერის მომსახურებით, რომელიც მოახდენს დეტალურ კალკულაციას , როგორც საჭირო პროდუქციის, ასევე მოახდენს მის სწორად დაგეგმარებას თბოდანაკარგების გათვალისწინებით 


სითბოს გამოყოფა და ენერგოეფექტურობა

რადიატორის სითბოს გამოყოფა ვატებში იზომება. მაჩვენებელი გამომუშავებული სითბოს რაოდენობას ითვლის. როგორც ზევით ვახსენეთ, ოთახის გასათბობად საჭირო სითბოს რაოდენობა ოთახის ზომის, მდებარეობის, ფანჯრების რაოდენობისა და სხვა დეტალების გათვალისწინებით უნდა გამოთვალოთ. 


მნიშვნელოვანია, რადიატორის შერჩევისას კონკრეტული მოდელის ენერგოეფექტურობაშიც დარწმუნდეთ. რაც უფრო ენერგოეფექტურია რადიატორი, მით მეტად დაზოგავთ ყოველთვიურ ხარჯებს და, ამასთან ერთად, გარემოზეც იზრუნებთ, თუ ზედმეტი ენერგიის დახარჯვას აიცილებთ თავიდან. 


მასალა და სტილი

არსებობს სხვადასხვა მასალისგან დამზადებული რადიატორები, მათ შორის: ფოლადის, თუჯისა და ალუმინისგან. თითოეულ მასალას სითბოს გატარების შესაბამისი თვისება აქვს. ამასთან ერთად, მასალაზეა დიდწილად დამოკიდებული რადიატორის დიზაინიც. 


ფოლადის რადიატორები გამძლეობით, ხელმისაწვდომი ფასითა და სწრაფად გაცხელების უნარით გამოირჩევა. თუჯის რადიატორებს კლასიკური იერსახე აქვს და გამძლეა, სითბოსაც გაცილებით დიდხანს ინარჩუნებს. ალუმინის რადიატორები სხვებთან შედარებით მსუბუქია და სითბოსაც თანაბრად ანაწილებს. თანამედროვე რადიატორები გამოირჩევა კოროზიისადმი მდგრადობით.


ადგილი

რადიატორისთვის სწორი ადგილის შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სახლში სასურველი ტემპერატურის მისაღწევად. იდეალურ შემთხვევაში, რადიატორები კართან, ფანჯრებთან, ან ისეთ ადგილას უნდა განათავსოთ,სადაც მეტი თბოდანაკარგია. რადგან ეს ადგილები სახლის სხვა ნაწილებთან შედარებით განსაკუთრებით ცივია. ასეთი განლაგებით რადიატორებიდან გამოყოფილი სითბო ცივ ნაკადებს დაუპირისპირდება და სივრცეში თანაბრად გადანაწილდება. 


ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ რადიატორებს წინაღობები არ შეუქმნათ ავეჯის და ფარდების სახით, რადგან ასე ოთახში სითბოს მიმოქცევა შეფერხდება. 


დამონტაჟება

მას შემდეგ, რაც სასურველ რადიატორს შეიძენთ, დამონტაჟებასა და სამომავლოდ რეგულარულ მოვლაზე უნდა იფიქროთ. რადიატორების დაყენება აუცილებლად გამოცდილ პროფესიონალს მიანდეთ, რომ უსაფრთხოება და სიმშვიდე გარანტირებული გქონდეთ. გარდა უსაფრთხოებისა, ტექნიკოსი შესაბამის რჩევებსაც მოგცემთ რადიატორების განაწილებისა და მოვლის შესახებ. რადიატორის მოვლაში ისეთი მარტივი პროცესები იგულისხმება, როგორიცაა ჩაკეტილი ჰაერის გამოშვება, გაჟონვის შემოწმება და თერმოსტატზე დაკვირვება. 


თუ რადიატორს შესაბამის პროფესიონალს დაამონტაჟებინებთ და მის მიერ მოცემულ რჩევებს მიყვებით, კიდევ ბევრი წელი არ დაგჭირდებათ გათბობის სისტემის განახლება. 


ფასი

დაბოლოს, თითოეული ჩვენგანი რადიატორების შერჩევისას ფასს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. კარგი ისაა, რომ რადიატორები თითქმის ყველანაირი ბიუჯეტისთვის მოიძებნება. ფასი დამოკიდებულია ზომაზე, მასალაზე, დიზაინსა მწარმოებელ ქვეყანაზე. სასურველია თუ შეძენამდე წინასწარ განსაზღვრავთ თქვენს ბიუჯეტს და შესაბამისად გააკეთებთ არჩევანს. თუ თქვენი ფინანსური მდგომარეობა მოცემულ მომენტში ამის საშუალებას გაძლევთ, არ დაგენანოთ შედარებით ძვირი, თუმცა ხარისხიანი რადიატორის შეძენა, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი მოდელის ყიდვა საუკეთესო ინვესტიციაა.  


შეჯამება

ზევით ჩამოთვლილი ფაქტორები თერმოცენტრის გამოცდილმა თანამშრომლებმა რადიატორის შერჩევის პროცესის გასამარტივებლად გაგიზიარეს. თუ თითოეულ მათგანს გაითვალისწინებთ და წინასწარ განსაზღვრავთ თქვენს საჭიროებებს, არჩევანის გაკეთება ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. 


თუ რადიატორებთან ერთად გათბობის ქვაბის შეძენაც გსურთ, წაიკითხეთ ჩვენი სტატია და ნახეთ, რა კრიტერიუმები უნდა გაითვალისწინოთ გათბობის ქვაბის შეძენამდე