×
მეტალოპლასტმასის მილი და ფიტინგი გათბობა   მილები   ფიტინგები   კონდიცირება ვენტილაცია   წყლის გამაცხელებელი   მზის ელექტრო პანელები და აქსესუარები სახანძრო სისტემები ტუმბოები   გაზის მილები და ფიტინგები   სანტექნიკა   ქიმიკატები წყლის მრიცხველები სათადარიგო ნაწილები   ვიეგა . Viega   ხელსაწყოები სამშენებლო სარემონტო მასალები   დამცავი არმატურა   საკონტროლო მზომავი მასალები   იატაკის კონვექტორი   თბილი იატაკი   საიზოლაციო მასალები   AUX კომერციული კონდიცირება  
Როგორ გამოვთვალოთ რადიატორის სექციების რაოდენობა ოთახში?

ცენტრალური გათბობის უმთავრესი კომპონენტი რადიატორია. სივრცისთვის შესაფერისი რადიატორის არჩევა და რადიატორის სექციების გადანაწილება არც ისე ადვილი პროცესია, მით უფრო, თუ საკითხის შესახებ მწირ ინფორმაციას ფლობთ. სწორედ იმისთვის, რომ ცენტრალური გათბობის სისტემის დამონტაჟება შედარებით გაგიმარტივდეთ, ბლოგის საშუალებით მოგაწვდით რამდენიმე რჩევას რადიატორის არჩევასა და რადიატორის სექციების რაოდენობის შესახებ. 

ცენტრალური გათბობის სისტემის მნიშვნელობა

ცენტრალური გათბობის სისტემა ნებისმიერი სახლისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. სისტემა უზრუნველყოფს სითბოსა და კომფორტს ცივი თვეების განმავლობაში. ხარისხიანი გათბობა კი ჰაერის გაწმენდასა და ტენიანობის დონის დარეგულირებასაც ხდის შესაძლებელს. 

სითბო და კომფორტი

ცენტრალური გათბობის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი დანიშნულება სითბოსა და კომფორტის შენარჩუნებაა. გათბობის ხარისხიანი სისტემა უზრუნველყოფს თითოეულ ოთახში სითბოს თანაბარი დონის შენარჩუნებას დაბალი ტემპერატურის მიუხედავად.

ჰაერის გაწმენდა

ცენტრალური გათბობის სისტემას ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაც შეუძლია. სითბოს ჰაერში ცირკულაციის შედეგად, მინიმუმამდე დაიყვანება ჯანმრთელობისთვის საზიანო ნესტისა და ობის გაჩენის ალბათობა. 

ენერგიის დაზოგვა

ხარისხიანი გათბობის სისტემა ისეა დაპროგრამებული, რომ დღის განმავლობაში მისი ჩართვა-გამორთვა უპრობლემოდ შეძლოთ. ეს დადებითად აისახება ენერგიის ეფექტურად მოხმარებაზე, ვინაიდან გამოიყენებთ ზუსტად იმ რაოდენობის ენერგიას, რამდენიც გჭირდებათ. 

შემცირებული ხარჯები

როგორც წესი, ცენტრალური გათბობის სისტემის შენარჩუნება დროთა განმავლობაში უფრო ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ვიდრე ცალკეული გამათბობლების. გათბობის ქვაბის გარკვეული პერიოდულობით შემოწმებით უზრუნველყოფთ სისტემის გამართულობასა და გრძელვადიან მოხმარებას. 

რადიატორის ტიპები

გათბობის რადიატორები ორ კატეგორიად იყოფა: პანელური და სექციური. პანელური რადიატორები ერთიანი კონსტრუქციაა და გარკვეულწილად სასურველი სიგრძის შერჩევის საშუალებაც გაქვთ. სექციური რადიატორები ცალკეული სექციებისგან შედგება და უფრო მეტ თავისუფლებას გაძლევთ. შეგიძლიათ კონკრეტულ წერტილში სასურველი ზომის რადიატორი დაამონტაჟოთ. მაგალითად, დიდი ოთახის გათბობას შესაბამისი სიგრძის რადიატორი დასჭირდება, პატარას კი - შედარებით მცირე ზომის სექციაც ეყოფა. ჩვეულებრივ, ერთი სექციის სიგანე 8 სანტიმეტრია, სიღრმე კი 8.5 სანტიმეტრი. 


რადიატორები ერთმანეთისგან დიზაინის გარდა მასალითაც განსხვავდება. მასალის მიხედვით განარჩევენ ოთხ ტიპს: ფოლადის, ფუჯის, ალუმინისა და ბიმეტალის. 

რადიატორების განლაგება და მონტაჟი

გათბობის სისტემის შერჩევას მნიშვნელობით არ ჩამოუვარდება რადიატორების განლაგებისა და დამონტაჟების პროცესი. როგორი ხარისხიანიც არ უნდა იყოს გათბობა, არასწორად განაწილებული სისტემა სახლში დისკომფორტს შექმნის. სწორედ ამიტომ, რადიატორების განლაგებაზე ზრუნვა აუცილებელია. ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რაც ამ პროცესში უნდა გაითვალისწინოთ, არის შემდეგი: ყოველთვის განათავსეთ რადიატორი ისეთ ადგილას, საიდანაც სიცივე ყველაზე მეტად შემოდის (შესასვლელ კართან, ფანჯრებთან ახლოს). 

რადიატორების სექციების გამოთვლა

როდესაც საქმე რადიატორების განლაგებაზე მიდგება, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რადიატორის სექციების რაოდენობაა. როგორც უკვე ვახსენეთ, არასწორად განაწილებულმა სისტემამ შეიძლება წყალში ჩაყაროს თქვენი ძალისხმევა სახლის გასათბობად და ამ მიზნით გაწეული ხარჯებიც. ამიტომ, მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რა რაოდენობის სექციებია საჭირო მთლიანი სივრცის გასათბობად. 

პირველი მეთოდი

არსებული წესის თანახმად, ოთახის ერთი კვადრატის გასათბობად 100 ვატი თბოელექტროენერგია არის საჭირო. თუ ოთახის ფართობი 24 კვადრატული მეტრია, მაშინ მთლიანი ოთახის გასათბობად ჯამში 2400 ვატი არის საჭირო. თუ თქვენ მიერ შერჩეული რადიატორის ერთი განყოფილების სიმძლავრე 160 ვატია, მარტივი ფორმულის მიხედვით, 2400/160=15. გამოდის, რომ ოთახის გასათბობად 160 ვატიანი 15 სექციაა საჭირო. 

მეორე მეთოდი

არსებობს გამოთვლის მეორე მეთოდიც, რომელიც ოთახის მოცულობის გამოანგარიშებას ემყარება. გამოთვალეთ ოთახის მოცულობა სიგრძის, სიგანისა და სიმაღლის ერთმანეთზე გამრავლებით. მაგალითად: 6x4x2.5=60 კუბური მეტრი. 5 კუბური მეტრი მოცულობის გასათბობად 200 ვატი სიმძლავრის რადიატორია საჭირო. შესაბამისად, 60/5=12. ესე იგი, 60 კუბური მეტრის გასათბობად საჭიროა 200 ვატიანი რადიატორის 12 სექცია. 

შეჯამება

როგორც ვნახეთ, გათბობის სწორი სისტემის არჩევასთან ერთად რადიატორების სექციების განაწილებაც უმნიშვნელოვანესია სისტემის გამართულად მუშაობისთვის. თერმოცენტრის გათბობის ქვაბების მრავალფეროვანი კოლექციიდან სასურველი სიმძლავრის მოდელის შერჩევაში პროფესიონალები დაგეხმარებიან.